Data Privacy

პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა (SERVER1.GE / შპს „მაიგოუ“)

 

კონტროლერი: შპს „მაიგოუ“ (ბრენდი: SERVER1.GE)
კონტაქტი: info@server1.ge | info@mygo.ge
ბოლო განახლება: 05 თებერვალი 2026  |  ვერსია: 3.6.9

1. რა მონაცემებს ვაგროვებთ

  • ანგარიშის მონაცემები: სახელი/გვარი, ელ.ფოსტა, ტელეფონი, კომპანია (თუ მითითებულია), მომხმარებლის ID.
  • ბილინგი/ფინანსური: ინვოისები, გადახდის სტატუსი, ტრანზაქციის იდენტიფიკატორები (ბანკის/PSP-ის მიერ მოწოდებული).
  • ტექნიკური: IP მისამართები, მოწყობილობის/ბრაუზერის მონაცემები, access logs, უსაფრთხოების ლოგები (best-effort).
  • საპორტი: ტიკეტების შინაარსი და დანართები, კომუნიკაციის ისტორია.
  • Cookies/Analytics: თუ გამოყენებულია - ფუნქციური და ანალიტიკური ქუქიები (კონფიგურაციით).

2. მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები

  • სერვისის მიწოდება: ანგარიშის შექმნა, ავტორიზაცია, აქტივაცია, provisioning.
  • ბილინგი/ანგარიშგება: ინვოისები, გადასახადები, დავალიანება, ფინანსური ჩანაწერები (კანონის მოთხოვნა).
  • უსაფრთხოება: თაღლითობის პრევენცია, აბიუზის გამოძიება, ინციდენტების ლოკალიზაცია.
  • საპორტი: ტექნიკური დახმარება და პრობლემების მოგვარება.
  • კომუნიკაცია: სერვის შეტყობინებები (planned maintenance, უსაფრთხ) და ადმინისტრაციული შეტყობინებები.

3. გაზიარება მესამე პირებთან

მონაცემები შეიძლება გაზიარდეს მხოლოდ აუცილებლობის ფარგლებში:

  • გადახდის პროვაიდერები/ბანკები - ტრანზაქციის დამუშავებისთვის.
  • Upstream Providers (UGT/OVH/Vultr/Hetzner/Cloud9) - მხოლოდ იმ დონეზე, რაც საჭიროა სერვისის მიწოდებისთვის (მაგ.: provisioning, DC ოპერაციები).
  • კანონით უფლებამოსილი ორგანოები - კანონის საფუძველზე, სათანადო მოთხოვნით.

4. შენახვის ვადები (Retention)

  • ბილინგი/ინვოისები: ინახება კანონით/ბუღალტრული რეგულაციებით მოთხოვნილი ვადით.
  • ტექნიკური ლოგები: ინახება გონივრული ვადით უსაფრთხოებისა და დიაგნოსტიკისთვის (შესაძლოა განსხვავდებოდეს სერვისის ტიპით).
  • ტიკეტები: ინახება მომსახურების ხარისხის/დავების გადაწყვეტისთვის.

5. უსაფრთხოება

  • ვიყენებთ ადმინისტრაციულ და ტექნიკურ კონტროლებს (access control, logging, rate-limit, უსაფრთხოების წესები) best-effort პრინციპით.
  • 100% უსაფრთხოება არ არსებობს; ინციდენტის შემთხვევაში კომპანია მოქმედებს გონივრული ვადით და პრიორიტეტებით.

6. თქვენი უფლებები და კონტაქტი

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ:

  • წვდომა თქვენს მონაცემებზე / კორექტირება / წაშლა (თუ კანონით დასაშვებია)
  • დამუშავების შეზღუდვა / წინააღმდეგობა გარკვეულ დამუშავებაზე (კანონით დასაშვებ ფარგლებში)

მოთხოვნები გამოგზავნეთ ელ.ფოსტაზე: privacy@server1.ge ან ტიკეტით კონსოლში.